ბორჯომში ერთმანეთს ათამდე ავტომობილი შეეჯახა

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ცემთან ერთმანეთს ათამდე ავტომობილიშეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ლიპყინულიანობა გახდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ერთი მანქანა.
შემთხვევის გამო საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.