საახალწლო გამოცანა ჭკუამახვილებისთვის: გამოიცანი, ვინ გადარჩა?

გთავაზობთ სახალისო გამოცანას, რომელზე სწორი პასუხიც, რატომღაც გვგონია, რომ არავის ეცოდინება. დიდი-დიდი, ორიოდე არაორდინარულად მოაზროვნე ადამიანმა შეძლოს „საიდუმლოსთვის ფარდის ახდა“.
Sputnik

რაც მთავარია, შეხედეთ ამ ყველაფერს იუმორით.

გამოცანა კი ასეთია: ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთს იდეალური მამაკაცი და იდეალური ქალი შეხვდნენ. ისინი ჯერ იდეალურ პაემნებზე დადიოდნენ, მერე კი იდეალური ქორწილიც გადაიხადეს. რაღა თქმა უნდა, მათი ერთობლივი ცხოვრებაც იდეალური იყო.

სხვადასხვა წლების საახალწლო სათამაშოები

ერთხელაც, ახალი წლის ღამეს იდეალური წყვილი თავისი იდეალური მანქანით შინ ბრუნდებოდა. მოულოდნელად გზად გაფუჭებულ მანქანას გადაეყარნენ, რომლის პატრონიც ამაოდ ცდილობდა მის დაძვრას.

იდეალურმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტეს, დახმარება შეეთავაზებინათ გაჭირვებაში ჩავარდნილისთვის, მანქანიდან გადმოვიდნენ და გზად გახიდულ ავტომობილს მიუახლოვდნენ. იქ კი, ჰოი საოცრებავ, თოვლის ბაბუა და საჩუქრებით გამოტენილი უზარმაზარი ტომარა აღმოაჩინეს.

იდეალური წყვილი მიხვდა, რომ სწორედ მათზე იყო დამოკიდებული, მიიღებდნენ თუ არა პატარები ესოდენ ნანატრ საჩუქრებს და ამიტომ თოვლის ბაბუაცა და ტომარაც საკუთარ მანქანაში მოათავსეს.

განაგრძეს გზა. ყველაფერი თითქოს კეთილად უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მოულოდნელად იდეალური ქალი, იდეალური მამაკაცი და თოვლის ბაბუა საშინელ ავარიაში მოყვნენ და მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა.

როგორ ფიქრობთ, ვინ?