რვა ძარცვა ორ საათში - საბერძნეთში ქართველი ყაჩაღი-რეპერი დააკავეს

ციხიდან ოთხი თვის წინ გამოსული 23 წლის ქართველის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საბერძნეთში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ქალაქ სალონიკში ორ საათში რვა შეიარაღებული ძარცვა ჩაიდინა, იუწყება ადგილობრივი მასმედია.
ყაჩაღი-რეპერი – ასე მოიხსენიებს ბერძნული მედია ქართველს, რადგან დაკავებული საკუთარ თავს სწორედ ასე პოზიციონირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ციხიდან ოთხი თვის წინ გამოვიდა. დაკავებულის შესახებ დეტალები პროკურატურის ბრძანების შემდეგ გამოქვეყნდა.
23 წლის ქართველის მიმართ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ესენია ქურდობა, ქურდობის მცდელობა, დაუმორჩილებლობა, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.