ლიზა ქისტაურის გარდაცვალება ბელგიაში: საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება შევიდა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერის ცხედარი მისი მეგობარი მამაკაცის ბინაშია აღმოჩენილი
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ბელგიაში საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ, იუწყება „პირველი არხი“.
ქართველი ტრანსგენდერი ლიზა (გიორგი) ქისტაური ბელგიაში, სავარაუდოდ, მისი ავღანელი მეგობარი მამაკაცის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.
როგორც „პირველ არხს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავებთან.
„საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქისტაური და მისი მეგობარი მამაკაცი 26 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარდნენ და მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
ბელგიის პოლიცია ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.