ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ქარბუქი

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები შაბათ-კვირას საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 და 8 იანვარს ცივი და ნესტიანი ჰაერის მასები ქვეყნის მასშტაბით ნალექს გამოიწვევს. მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ქარბუქი.
სააგენტო მოსახლეობას მთიან რეგიონებში საავტომობილო გზებზე ნისლისა და ხილვადობის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი და შავ ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.