რიგაში „Sputnik-ლიეტუვის“ შეფ-რედაქტორი დააკავეს

„Sputnik–ლიეტუვის“ შეფ-რედაქტორის სისხლის სამართლის საქმეში საუბარია რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დარღვევაზე, ასევე შპიონაჟზე.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. „Sputnik–ლიეტუვის“ შეფ-რედაქტორი მარატ კასემი ლატვიის სპეცსამსახურებმა რიგაში დააკავეს.
„5 იანვარს ჩატარდა სასამართლო სხდომა, რომელზეც მარატ კასემისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხი განიხილეს. კასემის ადვოკატი მის გირაოს საფუძელზე გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეარჩია. დღეს ჟურნალისტი უკვე გადაიყვანეს რიგის ცენტრალურ საპატიმროში“, – ნათქვამია „Sputnik–ახლო საზღვარგარეთის“ განცხადებაში.
ცნობილია, რომ კასემის ადვოკატ იმა იანსონეს საქმის მასალები ჯერ არ მიუღია. კანონის თანახმად, აღკვეთის ზომასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეიძლება.
„Sputnik–ახლო საზღვარგარეთის“ ინფორმაციით, კასემის საქმეში საუბარია რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების დარღვევაზე, ასევე შპიონაჟზე. ამ მეორე მუხლით ჟურნალისტს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს