გიორგი პაპავა „ფახთაქორში“ ითამაშებს

უმაღლეს ლიგებში ჩატარებულ 242 მატჩში გიორგი პაპავამ 7 გოლი გაიტანა, ხოლო ევროთასზე 19 მატჩში – 1 გოლი.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპავა ახალ სეზონზე ტაშკენტის „ფახთაქორის“ შემადგენლობაში ითამაშებს, ნათქამია უზბეკური საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.
ფეხბურთელი 29 წლისაა. სპორტული კარიერის მანძილზე პაპავა თამაშობდა თბილისის „დინამოში“, ასევე გორის „დილასა“ და „რუსთავში“, კვიპროსულ „ნეა სალამინასა“ და უზბეკურ „ალმალიკში“.

„გიორგი პაპავა „ფახთაქორში“ გადმოვიდა. ქართველი ნახევარმცველი კარიერას ტაშკენტის კლუბში გააგრძელებს. გვჯერა, რომ გიორგი ღირსეულ წვლილს შეიტანს „ფახთაქორის“ გამარჯვებაში“, – ნათქვამია უზბეკეთის ჩემპიონის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უმაღლეს ლიგებში ჩატარებულ 242 მატჩში გიორგი პაპავამ 7 გოლი გაიტანა, ხოლო ევროთასზე 19 მატჩში – 1 გოლი. კაპიტნის რანგში იგი ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ – საქართველოს თასის გამარჯვებული, ერთხელ – სუპერთასის მფლობელი. იყო საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების (3 მატჩი) საყრდენი ნახევარმცველი.