ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თოვლს, ქარბუქს და ნისლიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 იანვარს, შობას საქართველოში თოვლია ნავარაუდევი.
7-8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოსალოდნელია ხილვადობის გაუარესება.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.