რუსეთის პატრიარქი საშობაო ზავის გამოცხადების მოწოდებით გამოდის

Sputnik
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

„მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის განცხადებაში.

დეკემბრის ბოლოს რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის ქვეყნებმა საბოტაჟი გაუწიეს რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევას, რის შედეგადაც ქვეყანა დონბასში საომარ მოქმედებებში ჩაერთო. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ შეწუხებულია მიმდინარე მოვლენებით, ამასთან აღნიშნა, რომ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ეკისრება მათ, ვინც „მიზნად დაისახა წმინდა რუსეთის, ჩვენი ხალხის ერთიანობისა და რწმენის ნგრევა“.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს“.