თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. Mazda-ს მარკის ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა - ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავარიის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლიც, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.