რუსეთი იაპონიის მხრიდან სამხედრო მუქარებს დაბლოკავს – საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ტოკიო გააფრთხილა.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. მოსკოვი განიხილავს ტოკიოს მიერ იაპონიის მშვიდობიანი განვითარების კურსზე უარს, როგორც სერიოზულ გამოწვევას რუსეთისა და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ.
მოსკოვი აფრთხილებს, რომ, მსგავსი პრაქტიკის გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური საპასუხო ზომები რუსეთისთვის სამხედრო საფრთხის ბლოკირების მიზნით, აღნიშნა რუდენკომ.
„ყურადღება მივაქციეთ კისიდის (იაპონიის პრემიერ–მინისტრი) კურსის დაჩქარებულ რეალიზაციას მრავალი ათწლეულის განმავლობაში ე.წ. ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე უარის კურსსა და ფორსირებული მილიტარიზაციის რელსებზე გადასვლას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
კონკრეტულ ნაბიჯებს შორისაა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება რუსეთის საზღვრებთან ახლოს გარერეგიონული პარტნიორების მიზიდვით, დოქტრინალური დოკუმენტების განახლებული რედაქციის მიღება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ბირთვული პოტენციალის შექმნის მიზნით, თავდაცვის ხარჯების უპრეცედენტო გაზრდა, დააზუსტა უწყების წარმომადგენელმა.
„ტოკიოს ასეთ აქტიურობას განვიხილავთ, როგორც სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ვაფრთხილებთ, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელების შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, მივიღოთ საპასუხო ადეკვატური ზომები რუსეთის მიმართ სამხედრო მუქარის ბლოკირების მიზნით“, – აღნიშნა რუდენკომ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს