მსოფლიო დღეს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედროებისთვის დამატებითი სოცგარანტიების შესახებ

Sputnik
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ.
სამხედროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის გვარდიის თანამშრომლების ოჯახებს, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მათი დაღუპვის შემთხვევაში 5 მილიონ რუბლს გადაუხდიან. მათთვის, ვინც დაიჭრა, დაშავდა ან დაზიანდა, ანაზღაურება სამი მილიონი იქნება, იუწყება РИА Новости.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოების გარანტიას გასცემს“.