მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის დაასახელეს

2022 წელს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომლის ღირებულებამ 22 მილიონი ევრო შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ესპანეთის „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინტერნეტ-პორტალმა Top soccer blog-მა მსოფლიოს ათ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის დაასახელა.
„უკვე არიან ახალგაზრდა მეკარეები, რომლებმაც გრანდ-კლუბებში დაამტკიცეს, რომ დიდი პოტენციალი აქვთ და მომავალ სეზონებში ზრდას გააგრძელებენ“, – წერს პორტალი, რომელმაც საქართველოს ნაკრების მეკარე მეცხრე პოზიციაზე დააყენა.
მსოფლიოს ათი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე Top soccer blog-ის ვერსიით:
ჯანლუიჯი დონარუმა – პსჟ (23)
გევინ ბაზუნუ – საუთჰემპტონი (20)
ილან მელერი – ლიდსი (22)
მარტენ ვანდევორდი – გენკი (20)
ალბან ლაფონი – ნანტი (23)
დიოგუ კოსტა – პორტო (23)
ლუკას შევალიე – ლილი (21)
გაბრიელ სლონინა – ჩელსი (18)
გიორგი მამარდაშვილი – ვალენსია (22)
ლუის მარკინესი – ატლეტიკო ნასიონალი (19).
გარდა ამისა, 2022 წლის 28 დეკემბერს პრესტიჟულმა გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა.
2022 წელს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომლის ღირებულებამ 22 მილიონი ევრო შეადგინა.
მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა.