იტალიაში 45 წლის ქართველ ემიგრანტს ეძებენ

ქალი რამდენიმე თვეა, რაც რომში იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. იტალიაში მესამე დღეა 45 წლის ემიგრანტს, ლალი როსტიაშვილს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ლალი როსტიაშვილი სამი დღის წინ რომში გაუჩინარდა, სადაც რამდენიმე თვეა იმყოფება.
დახმარებას ქალის საბერძნეთში მცხოვრები ნათესავები ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, როსტიაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს