საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა გართულდა

გამომცდელს მოუწევს ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება
Sputnik
თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა გართულდა - მართვის მოწმობის მიღების მსურველთ პრაქტიკულ გამოცდაზე რამდენიმე დამატებით კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
სიახლის თანახმად, პრაქტიკული გამოცდის მოედანზე ჩაბარების მსურველმა პირმა უნდა ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება. კერძოდ, კითხვები შეეხება ზეთის, სამუხრუჭე სითხის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის, ფარების, ძრავის, საავარიო შუქების, საბურავების შემოწმებას და ა.შ.
გარდა ამისა, გამომცდელმა უნდა აჩვენოს, როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაზე.
ეს მოთხოვნები ეხება როგორც მსუბუქი, ისე სამგზავრო და სატვირთო ავტომობილის მართვის მოწმობის მიღების მსურველებს.
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე - მოედანზე მანევრირება და მესამე ეტაპი - მანევრირება რეალურ პირობებში ქუჩებში. მართვის მოწმობის მიღება სამი ეტაპის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.