თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე 3 და 4 იანვარს მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომლებიც აღნიშნული გზის რკინიგზის გზაგამტარზე მიმდინარეობს.
დეპარტამენტის ცნობით, ამ სამუშაოების ფარგლებში, ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე 3 და 4 იანვრის 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
აღნიშნულ პერიოდში:
მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის გავლით,
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი — სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე, და ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.
-0:21