ფსიქოლოგიური ტესტი საახალწლოდ: პიროვნული თვისებები და მომავლის პროგნოზი

ფსიქოლოგებმა მრავალწლიანი კვლევა-დაკვირვებებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბეს ადამიანის პიროვნული თვისებები, რომლებიც უმცირეს დეტალებშიც კი ვლინდება.
Sputnik
ეს მახასიათებლები შესაძლოა თავად არ იცოდეთ, აი ფსიქოლოგი კი რამდენიმე კითხვაში დაგისვამ „დიაგნოზს“. და უფრო მეტიც, შესაძლოა მომავალიც კი განგისაზღვროთ.
გთავაზობთ რვა კითხვისგან შემდგარ ტესტს, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ფარულ თვისებებს გამოავლენს, არამედ წლის პროგნოზსაც შემოგთავაზებთ. ამისათვის ფურცელ-კალამი (ან მონიტორ-კლავიატურა) მოიმარჯვეთ და საქმეს შეუდექით:
1.
აირჩიეთ ერთი ფერი: ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე ან შავი;
2.
ჩაწერეთ თქვენი სახელის პირველი ასო;
3.
ჩაწერეთ თქვენი დაბადების თვე;
4.
რომელს ირჩევთ — შავს თუ თეთრს?
5.
დაასახელეთ თქვენ გარშემომყოფთაგან თქვენივე სქესის ადამიანი;
6.
რომელია თქვენი საყვარელი რიცხვი;
7.
რა უფრო გიყვართ — სიარული თუ ფრენა?
8.
აირჩიეთ: ტბა თუ ოკეანე?

ნახეთ შედეგები:

თუ ფერებიდან აირჩიეთ:
ყვითელი — ბედნიერი ადამიანი ხართ, ყველას დამშვიდება შეგიძლიათ, ვინც ცუდად გრძნობს თავს;
ცისფერი — იმპულსური ბრძანდებით და საყვარელი ადამიანისგან მუდამ ყურადღებასა და ალერსს ელოდებით;
წითელი — თქვენი ცხოვრება სიყვარულით არის სავსე, ძალზე ენერგიული ხართ;
მწვანე — საკმაოდ მშვიდი პიროვნება ბრძანდებით, თქვენთვის აგრესია უცხოა;
შავი — საკმაოდ აგრესიული და კონსერვატორი ბრძანდებით.
თუ თქვენი სახელის პირველი ასოა:
ა-ლ — თქვენი ცხოვრება მეგობრობითა და სიყვარულით არის სავსე;
მ-ქ — პირად ცხოვრებაში მოულოდნელ გარდატეხას დაელოდეთ;
ღ-ჰ — სიყვარულში გაგიმართლებთ.
თუ დაიბადეთ:
იანვარი-მარტში — კარგი წელიწადი და მოულოდნელი სიყვარული გელოდებათ;
აპრილი-ივნისში — მოკლე და თავბრუდამხვევი რომანი გელოდებათ, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ;
ივლისი-სექტემბერში — წარმატებული წელი გექნებათ, მნიშვნელოვანი ცვლილება გელოდებათ, რომელიც თქვენზე ზემოქმედებას მოახდენს;
ოქტომბერი-დეკემბერში — პირად ფრონტზე სიძნელეები გელოდებათ, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულს იპოვით.
თუ ორ ფერს შორის აირჩიეთ:
შავი — ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ, რომლებიც ძალიან რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა მალე ამისთვის ბედს მადლობას გადაუხდით.
თეთრი — გყავთ მეგობარი, რომელიც ყველაფერს გაგიკეთებთ, რასაც შეძლებს, მაგრამ, შესაძლოა, თქვენ ამაზე წარმოდგენაც არ გაქვთ.
ადამიანი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი უახლოესი მეგობარია
რიცხვი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა.
თუ უფრო გიყვართ:
მგზავრობა ხმელეთით — ესე იგი, ცვლილებებს ვერ ეგუებით;
ფრენა — თავგადასავლები თქვენი სტიქიაა.
თუ აირჩიეთ:
ტბა — ერთგული ხართ საყვარელი ადამიანისა და მეგობრების მიმართ;
ოკეანე — შეგიძლიათ ადამიანებს სიხარული აჩუქოთ, მაგრამ ძალზე არაპროგნოზირებადი ბრძანდებით.