გაზის მიწოდება რუმინეთისთვის აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით დაიწყო

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ–კომპანიასა (SOCAR) და რუმინულ Romgas S.A.–სთან შეთანხმება 2022 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. დაიწყო აზერბაიჯანული გაზის რუმინეთისთვის მიწოდება – მიღწეული შეთასნხმების ფარგლებში ქვეყანაში 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე 300 მლნ კუბომეტრამდე აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდება
გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ–კომპანიამ (SOCAR) და რუმინულმა Romgas S.A.–მა. შეთანხმება 2022 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანული გაზი მილსადენი კომოტინით რუმინეთს მიეწოდება ინტერკონტინენტური მილსადენით Interconnector Greece – Bulgaria (IGB).
თავისი მეზობლებისგან განსხვავებით რუმინეთი შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული. ის ბუნებრივ აირს შავი ზღვიდან იღებს და მოცულობის ნაწილის ექსპორტს ახდენს უნგრეთსა და მოლდოვაში.
აზერბაიჯანულმა გაზმა ბულგარეთამდე მიაღწია>>
შავი ზღვის შელფის რუმინული სექტორი ბუნებრივი გაზის დიდ მარაგებს მოიცავს. კომპანია Deloitte–ის შეფასებით, 2040 წლისთვის 170 მლრდ კუბური მეტრი გაზის მოპოვება იქნება შესაძლებელი, რაც რუმინეთში გაზის 15–წლიან მოხმარებას ნიშნავს.
თუმცა, ბუნებრივი აირის იმპორტი ქვეყანაში კვლავ აქტუალური რჩება და იმპორტმა ბოლო წლებში 10%–ზე მეტით მოიმატა. ამის მიზეზია ის, რომ 2018 წლიდან თბოელექტროსადგურებში ქვანახშირის გამოყენებაზე უარი ითქვა. შედეგად, ქვეყნის მოთხოვნილების დაახლოებით 20% რუსეთიდან იმპორტით ივსება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს