ალაბამას შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

დაშავებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ალაბამას შტატის ქალაქ მობილში ახალი წლის ღამეს მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, იუწყება РИА Новости ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.
მობილის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სროლა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას შაბათს, ადგილობრივი დროით 23:14 საათზე მოხდა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.