ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

ამ დროისთვის შეზღუდვები ნარჩუნდება სვანეთში, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 101-185-ე კმ (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღნიშნული გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე 28 დეკემბერს მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც შეზღუდული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის შეზღუდვები მოქმედებს სვანეთის გზებზე. კერძოდ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 101-185-ე კმ (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი