როდის დაიწყება საახალწლო გალა-კონცერტი თბილისში: გამოსვლების პროგრამა

თბილისის მერია საახალწლო ღამეს მართავს საზეიმო გალა-კონცერტს პოპულარული შემსრულებლების მონაწილეობით
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ევროპის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება და 02:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას დიჯეი ანა სიუ გახსნის. 00:00 საათიდან კი სამ სხვადასხვა სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი.
გარდა ამისა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ NewOne, ნატო მეტონიძე, Killages-ი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, კოტე ყიფიანი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, TheQuintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე, ოთო ჯორჯიკია, დუდანა მაზმანიშვილი და ნინო სურგულაძე.
საღამოს გაუძღვებიან წამყვანები: ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი.