თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. წამყვანმა მუსიკალურმა სტრიმინგ-პლატფორმამ Spotify გამოაქვეყნა ქართული მუსიკალური ინდუსტრიის სტატისტიკა - რას უსმენდა ქართველი მსმენელი წლის განმავლობაში. ინფორმაციას სააგენტო Marketer-ი ავრცელებს.
Spotify საქართველოს ბაზარზე 2021 წლის დასაწყისიდან ოფიციალურად ოპერირებს. გასული წლის შემოდგომიდან კი Marketer Spotify-ს მედია-პარტნიორი გახდა და ახლა საინტერესო სტატისტიკას უზიარებს მკითხველს.
ყველაზე ხშირად საქართველოში შემდეგ უცხოელ არტისტებს უსმენდნენ: The Weeknd, Taylor Swift, Kanye West, Eminem და Kendrick Lamar.
რაც შეეხება ქართველ შემსრულებლებს, ადგილობრივი მელომანები 2022 წელს ყველაზე ხშირად უსმენდნენ ჯგუფს Bedford Falls. ამ ჯგუფის სიმრერა Macedonia ასევე გახდა ყველაზე პოპულარული ქართველ მელომანებს შორის.
რაც შეეხება უცხოურ ჰიტებს, ქართველები ყველაზე ხშირად უსმენდნენ Harry Styles-ის – As It Was, Arctic Monkeys-ის – 505, The Neighbourhood-ის – Sweater Weather, Glass Animals-ის – Heat Waves და Arctic Monkeys-ის – I Wanna Be Yours.
წყარო - Marketer