თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები დადგეს -ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები დადგეს
© Courtesy of Gori Municipality City Hall
ამიერიდან მიუსაფარი ცხოველები ზამთრის სუსხიან დღეებსა და ღამეებს თბილ „ბუნაგებში“ გაატარებენ, აღნიშნეს მუნიციპალიტეტში.
გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები დადგეს
© Courtesy of Gori Municipality City Hall
ამ ეტაპზე სახლები ძაღლებისთვის ქალაქის 17 ლოკაციაზე განთავსდა.
გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები დადგეს
© Courtesy of Gori Municipality City Hall
„მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე გორის მერიაში და ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა ჰუმანური გზებით მოხდეს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.