მსოფლიო დღეს

დანილოვი: უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე შევა და ამას არავის დაეკითხება

Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის არმია გადაკვეთს რუსეთის საზღვარს, თუ ეს ქვეყნის დასაცავად იქნება საჭირო, განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექს დანილოვმა.

„თუ საჭიროა ვიყოთ იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენ იქ ვიქნებით. და ამას არავის დავეკითხებით. მთელი ეს საუბრები იმაზე, რომ საჭირო არ არის იქ ვინმეს გაღიზიანება, სისულელეა“, — განაცხადა დანილოვმა Kyiv Post-თან ინტერვიუში.

ამასთან დანილოვს მიაჩნია, რომ რუსეთი დაშლის გზაზეა და რომ „ისინი თავად ანგრევენ საკუთარ ქვეყანას“.
„ზუსტად იმ დღიდან, რაც მათ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი წამოიწყეს, რუსეთი ვეღარ დარჩება ამჟამინდელი სახითა და ამჟამინდელ საზღვრებში“, — აღნიშნა მან.
მანამდე უკრაინის ოფიციალურმა ხელისუფლებამ უარყო საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობა მათი არმიის თავდაცვით მოქმედებებზე საუბრისას.
წყარო: Kyiv Post