თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. უცნობმა პირებმა საბურთალოს რაიონში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „გენეზისი“ გაქურდეს.
როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება, შემთხვევა გამთენიისას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის შენობების სიახლოვეს მოხდა.
ვიდეკამერებმა ქურდობის ფაქტი დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ ობიექტი გატეხა ორმა პირმა, აიღო ფული და მიიმალა. ტელეარხის ინფორმაციით, მათ ქუჩაში ავტომობილი ელოდებოდათ. წაღებულია 8 ათასი ლარი.
„ვაპირებდი ხელფასების გაცემას, დილით შემოვარდნენ, მანქანით მოვიდნენ, დაფიქსირებულია კამერაში თეთრი „პრიუსი". გაჩერდნენ აქ, პერიმეტრი დაათვალიერეს, გატეხეს და შევიდნენ", – განაცხადა „გენეზისის" ხელმძღვანელმა იმრან აივაზოვმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.