როგორი ამინდი იქნება საქართველოში ახალი წლის დღეებში

სინოპტიკოსები საახალწლო დღესასწაულებზე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 5 იანვრამდე ძირითადად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღის საათებში 10–15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, +5, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში –5, 0 გრადუსი იქნება.
ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში დღისით საახალწლო დღესასწაულის დღეებში 11–13 გრადუსამდე დათბება, ღამით კი სინოპტიკოსები ყინვას ვარაუდობენ –2, 0 გრადუსის ფარგლებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს