მსოფლიო დღეს

ხანძარი სასტუმროში: არიან დაღუპულები და დაშავებულები - ვიდეო

სასტუმროს კაზინოში შესაძლოა 400-მდე ადამიანი იყოს ბლოკირებული.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ელიტურ კაზინო Grand Diamond City-ში, რომელიც კამბოჯის ქალაქ პოიპეტში მდებარეობს, ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმა უკვე იმსხვერპლა 10 ადამიანი, დაშავებულია დაახლოებით 30 კაცი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კაზინოში შესაძლოა 400-ზე მეტი ადამიანი იყოს ბლოკირებული.
როგორც გამოცემა The Phnom Penh Post წერს, ხალხი დამწვრობების, წვის პროდუქტებით მოწამვლისა და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა.
აღინიშნება, რომ კაზინოში ბლოკირებულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ტაილანდელები არიან.
ცეცხლის ქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს.