სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლახამულა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რაც შეეხება ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი