თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტს სპეციალური ცეცხლგამძლე ფორმები გადაეცა
© Courtesy of Ministry of Internal Affairs
Emergency Management Service
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა პირადად შეამოწმა ახალი, საერთაშორისო EN-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა.
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტს სპეციალური ცეცხლგამძლე ფორმები გადაეცა
© Courtesy of Ministry of Internal Affairs
Emergency Management Service
ხანძრებზე რეაგირებისთვის გათვლილი 1000 ერთეული ფორმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს გადაეცემა.
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტს სპეციალური ცეცხლგამძლე ფორმები გადაეცა
© Courtesy of Ministry of Internal Affairs
Emergency Management Service
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებს.