ტრაგედია რუსთავში: 60 წლამდე მამაკაცი გაიყინა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. რუსთავში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „ინფო რუსთავი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დანგრეულ და მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. თუმცა, ადგილობრივების ვარაუდით, მამაკაცი გაიყინა.
ამ დროისათვის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.