მსოფლიო დღეს

ფეხბურთის ლეგენდა პელე გარდაიცვალა

ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდა მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე მძიმე დაავადების შედეგად 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ AP NEWS იუწყება.
მისმა აგენტმა ჯო ფრაგამ ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ დაადასტურა.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ პელეს მდგომარეობა გაუარესდა. ის ახლობლებსა და მეგობრებს დაემშვიდობა. 82 წლის ბრაზილიელს სწრაფად პროგრესირებადი კიბო ჰქონდა, ხოლო თირქმლის და გულის დისფუნქციის გამო ინტენსიური მოვლა სჭირდებოდა. მანამდე მედია იუწყებოდა, რომ პელეს ორგანიზმი აღარ რეაგირებდა ქიმიოთერაპიაზე და მას მხოლოდ პალიატიურ დახმარებას უწედნენ.
2022 წელს პელე ორჯერ მოათავსეს საავადმყოფოში კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების და საშარდე გზების ინფექციის სამკურნალო ღონისძიებების ჩასატარებლად.
წყარო - AP NEWS