ქართულ ციხეებში საახალწლო ამანათების მიღება დაიწყო

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრებისთვის საახალწლო ამანათების მიღების გრაფიკი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში გზავნილების მიღება დაიწყო, ნათქვამია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
გზავნილები მიიღება ორი დღის განმავლობაში – 29 და 30 დეკემბერს, 09:00-დან 19:00 საათამდე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 ნოემბრისთვის საქართველოს ციხეებში იმყოფება 9.692 ადამიანი – ქვეყნის მოსახლეობის 0,26%.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს