ბოლო დღეებში მსგავსი გაუგებრობა მოხდა ბათუმში, სადაც ქალაქის მთავარ მოედანზე ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხის ესკიზისათვის ონლაინ ხმის მიცემა აგვისტოში დაიწყო.
დადგმული ნაძვის ხე ცოტა განსხვავებულია ვირტუალური ვერსიისგან. რბილად რომ ვთქვათ, ის არც თუ ისე ტოტმრავალია, რის გამოც სოცქსელებში მას თევზის ჩონჩხს ადარებენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელები გაასავსავა, აანთო ნაძვის ხეზე განათებები და კონცერტი გამართა.