თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი), ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ აღდგება.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი