ახალგაზრდა მამაკაცმა მარნეულში მამა და ბაბუა დაჭრა

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, 93 წლის ბაბუას კი ფილტვი აქვს დაზიანებული.
ამ დროისათვის დაჭრილები „ჯეო ჰოსპიტალსის" მარნეულის სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარება საკმაოდ მძიმეა.
პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.