ქართველი სუმოისტის პოზიციები რეიტინგში გაუარესდა

რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებას ქართველი სუმოისტი იანვარში ტრადიციულ ჰაცუ ბაშოზე შეეცდება.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნულ რეიტინგში დაქვეითდა.
ტოჩინოშინი, რომელიც ბოლო ტურნირზე დასავლეთის მერვე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა, ახლა მე-11 მაეგაშირა გახდა.
ქართველი სუმოისტი რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებას იანვარში ტრადიციულ ჰაცუ ბაშოზე შეეცდება. ტურნირი ტოკიოში 8-22 იანვარს ჩატარდება.
იანვრის ტურნირი 35 წლის ქართველი სპორტსმენისთვის მერვე იქნება.
სუმოს ასოციაციის რეიტინგიდან ჩანს, რომ ბოლო 125 წლის განმავლობაში რეიტინგში მხოლოდ ერთი იოკოძუნა (ტერუნოფუძი) და ერთი ოძეკია (ტაკაკეიშო).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს