თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე ახლობლებსა და მეგობრებს დაემშვიდობა, ამის შესახებ თავის Twitter-აკაუნტში ბრიტანელმა ბიზნესმენმა, სპორტული მენეჯმენტის სააგენტო TSG-ს აქციონერმა ფრენკ ხალიდმა დაწერა.
„პელე ახლობლებსა და მეგობრებს დაემშვიდობა. ფეხბურთის ლეგენდა თანდათანობით მარცხდება ონკოლოგიასთან ბრძოლაში. ოჯახმა განაცხადა, რომ „მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა“, – დაწერა ხალიდმა.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ პელეს მდგომარეობა გაუარესდა. 82 წლის ბრაზილიელს სწრაფად პროგრესირებადი კიბო აქვს, ხოლო თირქმლის და გულის დისფუნქციის გამო ინტენსიური მოვლა სჭირდება. მანამდე მედია იუწყებოდა, რომ პელეს ორგანიზმი აღარ რეაგირებს ქიმიოთერაპიაზე და მას მხოლოდ პალიატიურ დახმარებას უწევენ.
2022 წელს პელე ორჯერ მოათავსეს საავადმყოფოში კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების და საშარდე გზების ინფექციის სამკურნალო ღონისძიებების ჩასატარებლად.