თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,1%-ით გაიზარდა და 90,85 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,82%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,1%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,19% მოგებით 100,48 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 95,22 პუნქტის ფასით, 10,46% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,4%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,01%-ით გაიზარდა 88,1 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 6,63%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,79%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 25,65 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 163 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 24,5–25,95 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,35%-ით და ერთ აქციაზე 7,5 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 136 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,35–7,54 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში გაიზარდა 2,33%-ით და 22 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 285 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,0–22,25 ფუნტის დიაპაზონში.