მსოფლიო დღეს

ბაიდენმა ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა თოვლის ქარიშხლის გამო, ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-რელიზში.

„დღეს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი, და ფედერალური დახმარების აღმოჩენა ბრძანა 2022 წლის 23 დეკემბერს დაწყებული ზამთრის შტორმით გამოწვეული საგანგებო პირობების გამო, რომელიც კვლავ გრძელდება“, — ნათქვამია რელიზში.

აშშ-ში ქარბუქით გამოწვეულ ინციდენტებს, რომელიც გასულ კვირაში დაიწყო, უკვე 50 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვალების შემთხვევები 12 შტატში დარეგისტრირდა, რომელთაგან ყველაზე მეტი მსხვერპლი (დაახლოებით 27 ადამიანი) ნიუ-იორკის შტატზე მოდის. ამ დროისათვის ქვეყანაში გაუქმებულია დაახლოებით 4 ათასი ავიარეისი.