ქეცბაია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას

მატჩი 2023 წლის 6 იანვარს იფსონასში, Stelios Chari Stadium-ზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების ქართველი მწვრთნელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო მატჩში Cyprus All Stars, რომლის მიზანია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარება, იუწყება გამოცემა „კერკიდა“.
საქველმოქმედო მატჩი 2023 წლის 6 იანვარს იფსონასში, Stelios Chari Stadium-ზე გაიმართება და მასში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ფეხბურთელები, რომლებმაც კვიპროსის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს.
All Stars-ის მატჩის წინ გამართულ პრეზენტაციაზე ლარნაკაში თემურ ქეცბაია საფეხბურთო მწვრთნელ ლუკა კურუსისთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ბავშვობაში სიმსივნე დაამარცხა. ახლა ის ორგანიზებას უწევს ვარსკვლავების მატჩს.
ორგანიზატორების განცხადებით, საქველმოქმედო მატჩიდან მიღებული თანხა პატარა გმირების დახმარების ფონდს გადაეცემა. სტადიონზე შესვლა უფასო იქნება. მატჩის მონაწილეების საბოლოო სია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს