ონში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ქალაქ ონთან 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 13:51 საათზე ონიდან სამხრეთ-დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევთან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.