კოლოკოლცევი: რუსეთში მიგრანტთა შორის ნარკოდანაშაული იზრდება

Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რუსეთში მიგრანტთა შორის დანაშაულები იზრდება, რომელთა 80% ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას უკავშირდება, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა.

„კიდევ ბევრი სამუშაო გველის. ავიღოთ, თუნდაც, რუსეთში შემოსულ უცხოელებს შორის დანაშაულის რაოდენობის ზრდა. აღინიშნება მათი მხრიდან კრიმინალური გამოვლინებები, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ყველა ქმედების 80% ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაა. აუცილებელია კონტროლის გამკაცრება“, — აღნიშნა მინისტრმა ანტინარკოტიკული კომიტეტის სხდომაზე.

კოლოკოლცევის თქმით, რუსეთში მიგრანტთა შრომის ბენეფიციარი 16 უწყება არსებობს, მაგრამ საზოგადოება პასუხს მაინც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს.
მინისტრის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მისცა ყველა შესაბამისი მითითება ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოებს. კოლოკოლცევმა სთხოვა სხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებს, ასევე დამსაქმებლებს, ყურადღება მიაქციონ „ამ უბანს“.