მსოფლიო დღეს

ჩრდილოკორეული დრონების შეტევა: სეულმა ჰაერში გამანადგურებლები ასწია

Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის საზღვარი დღეს, დილით, სავარაუდოდ, ჩრდილოკორეულმა დრონებმა დაარღვიეს, რაზეც სეულს ნებართვა არ გაუცია, იუწყება სააგენტო Yonhap შტაბების სარდლობის გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით.
ინციდენტი თბილისის დროით დილის 05:25 საათზე მოხდა.

„ორშაბათს, დილის 10:25 საათზე სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა რამდენიმე ამოუცნობი ობიექტი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს პროვინცია კიონგიდოს საზღვრისპირა რაიონებში, რომლებმაც ორი კორეის გამყოფი სამხედრო სადემარკაციო ხაზი გადაკვეთეს“, — აცხადებენ კომიტეტში.

სეულმა გამაფრთხილებელი გასროლების შემდეგ ჰაერში გამანადგურებლები, მოიერიშე ვერტმფრენები და სხვა საბრძოლო თვითმფრინავები ასწია დამრღვევი ობიექტების ჩამოსაყრელად.
ამ დროისათვის არ კონკრეტდება, იყო თუ არა უპილოტო საფრენ აპარატებზე დამაგრებული რაიმე ტიპის შეიარაღება.
მანამდე სეულმა ჩრდილოკორეული დრონები სამხრეთ კორეის საზღვრებზე 2014 და 2017 წლებში დააფიქსირა.