თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერია მეორედ გახდა Master Cup of Georgia-ს მფლობელი - გადამწყვეტ მატჩში გუნდმა Caucasus Auto Import-ს მოუგო.
ფინალური დაპირისპირება Ambassadori Kachreti-ში გაიმართა.
კახა კალაძე. თბილისის მერია მეორედ გახდა Master Cup of Georgia-ს მფლობელი
© Master League
თბილისის მერიამ, რომლის სახელითაც არც ისე შორეულ წარსულში ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ანგარიშით 5:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ჰეთ-თრიქი გააფორმა, ხოლო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძე ორი გოლის და სამი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.
თბილისის მერია მეორედ გახდა Master Cup of Georgia-ს მფლობელი
© Master League
მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ „კრისტალბეთ-კრწანისი“ და „ანაგი“. შეხვედრა ანგარიშით 1:2 „ანაგის“ სასარგებლოდ დასრულდა.