თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2023 წლის 4 თებერვალს გაიმართება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
მათი ინფორმაციით, 14 იანვრამდე სფფ-ის წევრებმა არა მხოლოდ პრეზიდენტობის, არამედ აღმასკომის წევრებისა და ყრილობის დელეგატობის კანდიდატურები უნდა წარადგინონ. არჩევნებში სულ ორგანიზაციის 30 სუბიექტი მონაწილეობს.
სფფ-ის პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით აირჩევენ.
ფედერაციის ბოლო საარჩევნო ყრილობა 2019 წლის 15 თებერვალს გაიმართა. მაშინ პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ მეორედ აირჩიეს ლევან კობიაშვილი, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი (ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული) ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.