მკვლელობა ჯავის ქუჩაზე: პოლიციამ 58 წლის მამაკაცი დააკავა

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებული სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
შემთხვევა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს თბილისში, ჯავის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 46 წლის მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს