საქართველოში კათოლიკური შობა აღნიშნეს - ვიდეო

კათოლიკეები მთელი მსოფლიოდან 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავენ
Sputnik
წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ასობით ადამიანი მივიდა. ადგილის სიმცირის გამო ადამიანები გასასვლელებში იდგნენ. ღვთისმსახურება თითქმის ორ საათს გაგრძელდა ლათინურ და ინგლისურ ენებზე. მოგვიანებით ღვთისმსახურება აღევლინა ქართულადაც. საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა უამრავი ადამიანი, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.