მორწმუნე კათოლიკეებმა შობას თბილისში შოუ გამართეს - ვიდეო

მორმწუნე კათოლიკეების ახალგაზრდულმა ჯგუფმა შობის ღამეს შოუ მოაწყო დედაქალაქის ცენტრში
Sputnik
წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ასობით ადამიანი მივიდა. ადგილის სიმცირის გამო ადამიანები გასასვლელებში იდგნენ. ღვთისმსახურება თითქმის ორ საათს გაგრძელდა ლათინურ და ინგლისურ ენებზე. მოგვიანებით ღვთისმსახურება აღევლინა ქართულადაც. საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა უამრავი ადამიანი, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.