ქართველი კათოლიკეები შობას პეტრე-პავლეს ტაძარში აღნიშნავენ
ტაძარში ასობით ადამიანი მივიდა
ადგილის უკმარისობის გამო ადამიანები გასასვლელებშიც იდგნენ
ღვთისმსახურება რამდენიმე საათს გაგრძელდა და აღევლინა ლათინურ და ინგლისურ ენებზე
მოგვიანებით კი ქართულ ენაზეც
საზეიმო ღვთისმსახურებას უამრავი ახალგაზრდა დაესწრო
მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ერებისა და ქვეყნების წარმომადგენლები
საზეიმო ღვთისმსახურებისას გალობდა ტაძრის გუნდი
შობა ერთ-ერთი უმინშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია
რომის კათოლიკური ეკლესია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
შობის დღესასწაულის თარიღი ეფესოს საეკლესიო კრებაზე დადგინდა 431 წელს
კათოლიკეებთან ერთად 25 დეკემბერს შობა აღნიშნეს პროტესტანტებმა, ლუთერანებმა, ანგლიკანებმა, მეთოდისტების ნაწილმა, ბაპტისტებმა და ორმოცდაათიანელებმა, ასევე 15-დან 10-მა აღმოსავლეთის მართლამადიდებლურმა ეკლესიამ, რომლებიც სარგებლობენ შესწორებული იულიუსის კალენდრით, რომელიც 2800 წლამდე გრიგორიანულს დაემთხვევა