თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, „ფაბრიკას“ მრავალფუნქციურ არტ-ცენტრში 24-25 დეკემბერს იმართება საშობაო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილია ქართული ბრენდები და სტარტაპები.
„და აი, დადგა წელიწადის ჯადოსნური დრო, როდესაც უფროსებს და პატარებს ერთნაირად უხარიათ! ტრადიციულად, ფაბრიკას საშობაო ბაზრობაზე, 24-25 დეკემბერს გელოდებით, სადაც დიდი დღესასწაული გვექნება!“ - ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.
ორგანიზატორების თქმით, ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი უამრავი საინტერესო ნივთი, სასუსნავი, შობა-ახალი წლისთვის შესაბამისის სასმელები და მრავალი სხვა.
დასწრება თავისუფალია. ღონისძიება დღეს 21:00 საათზე დასრულდება.